29 მარ 2026
ილია მეორისა და ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ისაუბრა ამბიონიდან ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა. მეუფე იაკობი სინოდის მოახლოებული სხდომის გარშემო მედიასა და საზოგადოებაში არსებულ ვნებათაღელვას გამოეხმაურა.
მისი თქმით, წმინდა სინოდი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩარევის საშუალებას არავის მისცემს. ბოდბელი მთავარეპისკოპოსი თანადგომას უცხადებს სასულიერო პირებს და ამბობს, რომ არავის დაინდობს, ვინც მათ შეაწუხებს.