30 მარ 2026
ესპანეთის ლიგა ენდესას 24-ე ტურში „ბარსელონამ“ მალაგას „უნიკახა“ 97:91 დაამარცხა და ჩემპიონატში ზედიზედ ორმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა. თორნიკე შენგელიამ 20 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 6 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. „ბარსელონა“ 16 გამარჯვებით და 8 მარცხით მე-4 პოზიციაზეა, მომდევნო ტურში კი 5 აპრილს, „სარაგოსას“ ესტუმრება.
მოიგო გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“, რომელმაც „სარაგოსასთან“ საკუთარ მოედანზე 99:76 დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. გიორგი შერმადინმა 16 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა.
„ტენერიფე“ 15 გამარჯვებით და 9 მარცხით მე-6 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 5 აპრილს, „ფორსა ლეიდას“ ესტუმრება.