30 მარ 2026
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, ტორონტოში ორი ერთმანეთს ქართველი კალათბურთელის გუნდი დაუპირისპირდა. სანდრო მამუკელაშვილის „რეპტორსმა“ გოგა ბითაძის „მეჯიქს“ უმასპინძლა და 139:87 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო კალათბურთელი მამუკელაშვილი გახდა, რომელმაც 21 წუთში 19 ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა.
გოგა ბითაძე მწვრთნელმა პარკეტზე 10 წუთით შეუშვა, რა დროშიც მან აქტივში 6 ქულა და 4 მოხსნა ჩაიწერა. „რეპტორსს“ 42 მოგება, 32 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა.
„ორლანდო“ 39 მოგებითა და 35 წაგებით მერვეა. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო მატჩს 1 აპრილს სტუმრად „დეტროიტთან“ გამართავს, ბითაძის „ორლანდო“ კი ამავე დღეს „ფინიქსს“ უმასპინძლებს.