ნასა მთვარეზე პირველ ეკიპაჟიან მისიას აგზავნის

30 მარ 2026

NASA-ს მისიის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ისინი „მზად არიან“ არტემის 2-ის მისიისთვის, რომელიც მისი მრავალმილიარდიანი არტემის პროგრამის პირველი ეკიპაჟიანი მისიაა. მისიისთვის შერჩეული ოთხი ასტრონავტი ფლორიდაში პარასკევს ჩავიდა და ხუთ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მთვარეზე პირველი ეკიპაჟიანი მოგზაურობისთვის მზადების დასკვნით ფაზაშია.

NASA-ს ასტრონავტები რიდ ვაისმენი, ვიქტორ გლოვერი და კრისტინა კოხი, ასევე კანადის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი ჯერემი ჰანსენი  კოსმოსში 1-ელ აპრილს NASA-ს კოსმოსური გაშვების სისტემის რაკეტით გაფრინდებიან.  

10-დღიანი მისიის ფარგლებში ეკიპაჟი  მთვარის გარშემო მაღალსიჩქარიან წრეზე იმოძრავებს და უკან დაბრუნდება. მიუხედავად იმისა, რომ ასტრონავტები მთვარეზე არ დაეშვებიან,  ისინი დედამიწიდან უფრო შორს გაემგზავრებიან, ვიდრე მანამდე ნებისმიერი ადამიანი კოსმოსში ფრენისას.

ამ მისიით ორიონის კოსმოსური ხომალდის სიცოცხლის შემანარჩუნებელი სისტემების, ნავიგაციის, კომუნიკაციებისა და თბოფარის მუშაობის ტესტირება მოხდება.