ირანთან მოლაპარაკებებზე პროგრესია - ტრამპი

30 მარ 2026

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები „ძალიან კარგად“ მიმდინარეობს და ქვეყანა ემზადება ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ტანკერების თავისუფალი მოძრაობის  ნებართვისთვის.

ნომერ პირველ ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში პროგრესია. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ  ირანმა მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე როგორც კეთილი ნების ჟესტი 10 ნავთობტანკერს მსოფლიო ნავთობის მთავარ არტერიაში გადაადგილების ნება დართო. 

ტრამპის კომენტარები გავრცელდა მას შემდეგ, რაც მან ირანზე ზეწოლა მოახდინა, დათანხმებულიყო საზღვაო ბლოკადის მოხსნასა და მისი ბირთვული პროგრამის დასრულებას.