30 მარ 2026
აშშ-ის პრეზიდენტი კუბაში ნავთობის გადაზიდვების დაბლოკვის კურსს ცვლის და აცხადებს, რომ „არანაირი პრობლემა“ არ არის, თუ რომელიმე ქვეყანა კუბაში ნედლ ნავთობს შეიტანს. ტრამპმა ეს გადაწყვეტილება იმ ფონზე მიიღო, როცა რუსული ტანკერი კუბის პორტს უახლოვდება.
სანქცირებულ რუსულ გემს, რომელიც ქვეყნის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია, კუბაში ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ტვირთი ჩააქვს, რომელიც ვაშინგტონის მიერ ნავთობის ბლოკადის გამო თითქმის გაჩერებულია.
ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა თანაგრძნობა გამოხატა კუბელი ხალხის ენერგოსაჭიროებების მიმართ და თქვა, რომ მას არ ადარდებს ჰავანაში კომუნისტური მთავრობისთვის შესაძლო დახმარება, რადგან მისი პროგნოზით, ის მალე თავისით დაეცემა.