30 მარ 2026
დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს რუსთავში. ოთხ ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინას, 800 დევნილი ოჯახი მიიღებს. პროექტი საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე სტადიონის, ბავშვთა გასართობი მოედნისა და სავარჯიშო სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს.
შენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 80 მილიონ 971 ათას 596 ლარს შეადგენს. განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების მიერ შევსებული განაცხადების შეფასება დევნილთა სააგენტოში მიმდინარეობს. თითოეულ ოჯახს, კანონმდებლობის შესაბამისად, წინასწარი ქულა ენიჭება.
შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ, კომისია განსაზღვრავს რამდენ ქულიანი ოჯახები დაექვემდებარებიან მონიტორინგს.