30 მარ 2026
ბათუმის საკრებულოში მორიგი სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 20 საკითხზე იმსჯელებენ. სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა, დეპუტატებმა ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს.
საკითხების განხილვამდე გაკეთდა განცხადებები სხვადასხვა თემაზე. მემედ აბაშიძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ლევან დავითაძემ. მისი განმარტებით, გარკვეული ეკონომიების ხარჯზე მოხდა რესურსების გადანაწილება, ასევე ისაუბრეს ბულვარის გენერალურ გეგმაში დაგეგმილ ცვლილებაზე.
ოპოზიციის წევრების განცხადებით, ,,საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან''.
სატელეფონო ხარჯების ანაზღაურებაზე განცხადება საკრებულოს თავმჯდომარემ გააკეთა, ვანო მაისურაძის თქმით, მოსახლეობა შეგნებულად შეიყვანეს შეცდომაში, რადგანაც ეს არ არის ახალი ხარჯი.