პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კონფერენცია

30 მარ 2026

საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრები აირჩიეს. საპროკურორო საბჭოს 3 პროკურორ წევრს - შოთა ტყეშელაშვილს, ეკატერინე ხარებავას და ალექსანდრე მუყასაშვილს, ვადის გასვლის გამო უფლებამოსილება შეუწყდათ.

კონფერენციაზე საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილმა 6-მა კანდიდატმა კონფერენციის წევრებს საკუთარი ხედვები გააცნო. საპროკურორო საბჭოს წევრები პროკურორების და პროკურატურის გამომძიებლების მიერ ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით შეირჩნენ. 

,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში არჩეულ 15 წევრს შორის 8 პროკურორია. საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა 4 წელია.