30 მარ 2026
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის გაცნობის მიზნით შეხვედრები გრძელდება. ამჯერად სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვეტერინარებთან ერთად, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში იმყოფებოდნენ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროგრამის განხორციელების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ პროგრამა ხელს შეუწყობს ცხოველების ჯანმრთელობის დაცვას და ადამიანებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.