30 მარ 2026
სომხეთში აჭარის კულტურის მინისტრის ვიზიტი დასრულდა. ელისო ბოლქვაძემ, შეხვედრები გამართა სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, ჟანა ანდრიასიანთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრებზე ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის კულტურის მიმართულებით არსებული ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე, რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ახალგაზრდების ხელშეწყობასა და სახელოვნებო განათლების მიმართულებით გაცვლით პროექტებზე.
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა გალა კონცერტები „მუსიკალური ბათუმი ერევანში“ და „მუსიკალური ბათუმი ვანაძორში“. ღონისძიებებში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და ანსამბლი „ბათუმი“ მონაწილეობდნენ.
მუსიკალური საღამოები საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის საგალობლით გაიხსნა და მის ხსოვნას მიეძღვნა.