30 მარ 2026
აშშ-ის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ირანში ნამდვილი „რეჟიმის ცვლილება“ უკვე მოხდა და, რომ ქვეყნის ახალი ლიდერები „ძალიან გონივრულები“ არიან.
„ჩვენ ირანთან დაკავშირებით გრაფიკს ვუსწრებთ'' - აღნიშნა მან.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანში რეჟიმის ცვლილების პროცესში მონაწილეობდნენ ახალი ჩინოვნიკები, რაც აშშ-ირანის ურთიერთობებში პოტენციურ ცვლილებას ნიშნავს.
28 თებერვალს, ისრაელის დარტყმის შედეგად, ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია მოხდა, რომელიც მისმა შვილმა, მოჯთაბა ხამენეიმ შეცვალა.