30 მარ 2026
ერევანში, წმინდა ანას ეკლესიაში სომხეთის პრემიერ-მინისტრზე, ნიკოლ ფაშინიანზე თავდასხმა სცადეს. დაკავებულია სამი პირი. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ფაშინიანი ეკლესიას ტოვებდა. დაცვის თანამშრომლები სომხეთის პრემიერ-მინისტრს გზას უხსნიდნენ, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცმა მათ უთხრა, რომ ადგილზე დარჩენა სურდა.
„ასე ნუ მიყურებ“, – მიმართა მოქალაქემ სომხეთის პრემიერ-მინისტრს და ხელის დარტყმა სცადა.
ნიკოლ ფაშინიანმა მასთან ერთად მყოფებს სიჩუმისკენ ჟესტით მიუთითა და სთხოვა, რეაგირება არ მოეხდინათ.
სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ეკლესიის ეზოში სამი პირი დააკავეს, მათ შორის ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდა, დანარჩენი ორის ვინაობა უცნობია.