30 მარ 2026
საქართველოში ორ წლამდე ბავშვებში ახალი რესპირატორული ვირუსი დაფიქსირდა. სპეციალისტების ინფორმაციით პაციენტებს სუნთქვის გახშირება, შეტევითი ხშირი სუნთქვა და ხველა ახასიათებთ. ივანე ჩხაიძის თქმით, რიგ შემთხვევებში ვირუსი მარტივი ფორმით გამოიხატება, პაციენტების მცირე ნაწილს ჰოსპიტალიზაციაც სჭირდება.
ახალ ვირუსს არ ახასიათებს ტემპერატურა. ბრონქიოლიტის ანტივირუსული საშუალება ჯერ არ არსებობს, მიმდინარეობს ვაქცინაზე მსჯელობა, რომელსაც ორსულების ნაწილსა და ექვს თვემდე ბავშვებში გამოიყენებენ.
ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, ვირუსი 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვისაც საფრთხის შემცველია.
მედიკოსების რეკომენდაციაა, პირბადის გამოყენება, ინფიცირებულის იზოლირება და ჰიგიენა.