30 მარ 2026
2026 წლის ბიუჯეტი 22 მილიონი ლარით იზრდება და 592 მილიონს შეადგენს, - ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე ბათუმის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. 22 მილიონი ლარიდან 20 მილიონი ინფრასტრუქტურულ და კაპიტალურ პროექტებს მოხმარდება.
სხდომაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფართან დაკავშირებით ლელოს წევრ ვაჟა დარჩიას მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განმარტება გააკეთა გიორგი სურმანიძემ.
ასევე საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის ბაქარ ჩიტაიას განცხადებით, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფართან დაკავშირებით გამოცხადდა ტენდერი, სამუშაო პროცესში გამოიკვეთა გარემოება, რომ ტერიტორია ტენიანია, კვლევები ჩატარდა, თუმცა დამატებითი გეოლოგიური კვლევებია საჭირო, რის გამოც გამარჯვებულ კომპანიასთან ტენდერი შეწყდა.