ბათუმის საკრებულოს სხდომა

30 მარ 2026

საკრებულოს სხდომაზე ასევე მიიღეს განკარგულება ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, 188-ნომერში საბავშვო ბაღის მშენელობლობის მიზნით  ტერიტორიაზე მცხოვრებ 34 ოჯახზე გაიცეს ქირით უზრუნველყოფის კონპენსაცია.

ასევე, კენჭი უყარეს ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობისთვის 7 ათას  824 კვ მ ტერიტორიის უსასყიდლოდ სახელმწიფოსთვის გადაცემას სახელმწიფო გზის მშენებლობისთვის.  ასევე საკრებულომ დაამტკიცა ბათუმის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმები და კონცეფციები.

დღესვე  ცვლილება შეიტანეს ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაში. ცვლილებების შედეგად, ,,სან-რემოს" ობიექტი აისახა ბულვარის განაშენიანების გეგმაში, როგორც არსებული ობიექტი, ,,ჰოლანდიური სახლი" ნაცვლად ფასადის ცვლილებისა, დაექვემდებარება რეკონსტრუქციას, ხოლო ,,არტ-ბულვარი" ფასადის ცვლილების ნაცვლად, დაექვემდებარება დემონტაჟს, როგორც ვიზუალით  და ფუნქციით შეუსაბამო ობიექტი.