მთიანი აჭარის ეკოტურისტული მარშრუტებითა და გასტრონომიით პოლონელი ვიზიტორები დაინტერესდნენ

30 მარ 2026

მთიანი აჭარის ეკოტურისტული მარშრუტებითა და გასტრონომიით პოლონელი ვიზიტორები დაინტერესდნენ. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვროცლავის გამოფენის ფარგლებში, სადაც რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გაუწია პოპულარიზაცია, ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ აჭარასა და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით.

გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.

პოლონეთი აჭარისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამიზნე ქვეყანას წარმოადგენს, რასაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის არსებული პირდაპირი ფრენები.