30 მარ 2026
პარლამენტში ფასების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მერვე სამუშაო სხდომა გაიმართა, რომელზეც მედიკამენტების ფასების შესწავლა დაიწყეს. შეხვედრაში ფარმაცევტული კომპანიები მონაწილეობენ.
კომისიის წევრებმა კითხვები უშუალოდ ჯი ემ ფარმას, ბიო ფარმას და ავერსი რაციონალის წარმომადგენლებს დაუსვეს. შეუძლიათ თუ არა ფარმაცევტულ კომპანიებს მედიკამენტებზე ფასების დაწევა? რა შეიძლება მოხდეს, თუ სახელმწიფო ნაცვლად 7000 დასახელების მედიკამენტისა, რეფერენტულ ფასს 9 000 მედიკამენტზე დააწესებს? - კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ფასწარმოქმნის სრულ ჯაჭვზე და იმაზე, რომ ამ პროცესში სახელმწიფოს როლი დიდია. ამასთან კომპანიებს მოუწიათ განმარტებების გაკეთება თუ რატომაა კომპანიების მოგება უკონტროლოდ მზარდი.
შეგახსენებთ, ფასებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა განცხადება 24 დეკემბერს გააკეთა.
ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩაერთო.