30 მარ 2026
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა ოფიციალურად გაიხსნა. კლინიკა აერთიანებს მენტალური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე სხვადასხვა პროფილის 100-ზე მეტ სპეციალისტს, საუნივერსიტეტო კლინიკის ძირითადი სტაციონარი გათვლილია 103 საწოლზე, სხვადასხვა სტაციონარული განყოფილებით. პირველ ეტაპზე თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა პაციენტებს ამბულატორიულ მომსახურებას გაუწევს.
პარალელურად მიმდინარეობს სტაციონარის ლიცენზირების პროცესი. საუნივერსიტეტო კლინიკის ინფრასტრუქტურული პროექტისა და აღჭურვის ღირებულება ჯამში 20 მილიონზე მეტია.
ახალი კლინიკა წარმოადგენს ასევე სასწავლო და პრაქტიკულ ბაზას თსსუ-ის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის.