უმაღლესი ბიუროს სხდომა

30 მარ 2026

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე საქმიანობას უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტში გააგრძელებს.

ფრაქცია “ქართული ოცნების” განცხადების საფუძველზე დღეს ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, რომ დავით გაბაიძე აღნიშნულ კომიტეტში გოგი ფუტკარაძეს ჩაანაცვლებს. გოგი ფუტკარაძე ამავდროულად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრია.

რეგლამენტით უმაღლესი საბჭოს დეპუტატს უფლება აქვს გაწევრიანდეს ერთ ან ორ კომიტეტში.