საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

30 მარ 2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას აშშ-ს  სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მარკო რუბიომ და ირაკლი კობახიძემ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხები და ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს.