31 მარ 2026
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის დღე - აღნიშნავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი.
"1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოქალაქეებმა ერთხმად დააფიქსირეს ურყევი ნება თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და იმ ფასეულობების მიმართ, რომლებიც დღესაც განსაზღვრავს საქართველოს განვითარების გზას.
ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ იმ არჩევანს, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოებრივი გზა განამტკიცა",- აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.