31 მარ 2026
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბუქარესტის საერთაშორისო ტურნირის „ტირიაკ ოუფენის“ ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა. კვალიფიკაციის ფინალში ქართველმა ავსტრიელი იური როდიონოვი სამ სეტში - 6:4, 0:6, 6:3 დაამარცხა.
ბასილაშვილმა კვალიფიკაციაში ორი შეხვედრა მოიგო. როდიონოვამდე პოლონელი დანიელ მიხალსკი ნახევარფინალში 6:4, 7:5 დაამარცხა. ბასილაშვილის მეტოქე ძირითადი ბადის პირველ წრეში მოგვიანებით გაირკვევა.
ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად ATP-ის რეიტინგში 134-ე ადგილზეა.