საქართველო VS მალტა

31 მარ 2026

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, შესარჩევი ციკლის მომდევნო მატჩს დღეს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, მალტის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ტრავმირებულთა სიას, ქუთაისის ტორპედოს და 21-წლამდე ნაკრების მცველი - დავით ბუკია დაემატა, რომელიც ლატვიის მსგავსად, მალტასთან თამაშსაც გამოტოვებს. გუნდს ასევე ვერ დაეხმარებიან დისკვალიფიცირებული - გიორგი გვასალია და გიორგი ტაბატაძე. 

შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 6 ქულით ჯგუფში მეოთხე პოზიციას იკავებს,  მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.