31 მარ 2026
35 წელი ისტორიული რეფერენდუმიდან. 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას.
ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ - 99-მა პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა“.
მომხრეთა რიცხვი 3 მლნ 295 ათას 493 იყო. 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. ეს იყო ბოლო რეფერენდუმი, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა.