საქართველოს პრემიერ-მინისტრის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სატელეფონო საუბარი

31 მარ 2026

სატელეფონო საუბარი საქართველოს პრემიერსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

“ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველო–აშშ-ის კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ”, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე. 

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შეერთებული შტატების საელჩოც, სადაც ვკითხულობთ, რომ განიხილეს უსაფრთხოება კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში.