ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესი

31 მარ 2026

19 მილიონ ლარამდე ღირებულების 626 კილოგრამი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალურ  მაღალტემპერატურულ ღუმელში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურეს.

ასევე, განადგურდა ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.