31 მარ 2026
ხე-ტყის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს ახმეტაში. პანკისის ხეობაში, სამართალდამრღვევს რეგისტრირებულ სახერხ საამქროში უკანონოდ მოპოვებული წიფლის სახეობის 8 მორი და 2 კუბურ მეტრამდე მოცულობის ფიცარი ჰქონდა განთავსებული.
გურჯაანში კი დაფიქსირდა სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ვერხვის სახეობის 6 ხის მოჭრის ფაქტი.