ირანი ისრაელსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებზე სარაკეტო დარტყმებს აგრძელებს

31 მარ 2026

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც, ირანის საზღვაო ხომალდებსა და თვითმფრინავებზე აშშ-ის სამხედრო დარტყმებია ასახული. ვიდეოს თანმხლებ განცხადებაში წერია, რომ აშშ-ის ძალები აგრძელებენ ირანის რეჟიმის შესაძლებლობების განადგურებას.

პარალელურად ისრაელი სარაკეტო დარტყმებს ახორციელებს  თეირანში სამხედრო ინფრასტრუქტურასა და ბეირუთში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას პოზიციებზე. 

თავის მხრივ, ირანს საპასუხო სარაკეტო დარტყმები მიაქვს ისრაელსა და სპარსეთის ყურის  ქვეყნებზე.  გამთენიისას, იერუსალიმში ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ირანული რაკეტები გაანეიტრალა. ბოლო დღეებში ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის  ომში ირანის მოკავშირე ჰუსიტები ჩაერთვნენ და ისრაელის მიმართულებით რაკეტებისა და დრონების გაშვება დაიწყეს.

თურქეთმა განაცხადა, რომ ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, რომელიც ნატოს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვითმა სისტემამ ჩამოაგდო.