თეთრი სახლის პრესმდივნის პრესკონფერენცია

31 მარ 2026

აშშ-ის პრეზიდენტი დაინტერესებულია არაბულმა ქვეყნებმა ირანის ომის ხარჯები იტვირთონ - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა.   კითხვაზე ჩაერთვებიან თუ არა არაბული ქვეყნები ომის დაფინანსებაში, ლევიტმა თქვა, რომ ის რესპუბლიკელ პრეზიდენტს არ დაასწრებს, თუმცა აღიარა, რომ  ეს ტრამპის იდეა იყო.

თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, ირანთან მოლაპარაკებები გრძელდება და კარგად მიმდინარეობს. 

გუშინ, ტრამპი ირანს მისი ენერგეტიკული სადგურებისა და ნავთობის ჭაბურღილების განადგურებით დაემუქრა, თუ ის ჰორმუზის სრუტეს არ გახსნის.