ეგვიპტის პრეზიდენტი ტრამპს ირანის ომის დასრულებისკენ მოუწოდებს

31 მარ 2026

ეგვიპტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბარელი ნავთობის ფასის 200 დოლარზე მეტად გაძვირების საფრთხე გაზვიადებული  არ არის  და აშშ-ის პრეზიდენტს, ირანთან ომის შეჩერებისკენ მოუწოდა.

„მეშინია, რომ ენერგეტიკული ობიექტების, იქნება ეს წარმოების თუ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების, მიზანში ამოღება ძალიან სერიოზულ გავლენას მოახდენს გლობალურ ეკონომიკასა და საწვავის ფასებზე“, - თქვა მან. 

ეგვიპტის ლიდერმა  ისაუბრა მსოფლიო სურსათის მარაგის მოახლოებული კრიზისის შესახებაც და აღნიშნა, რომ სასუქების ექსპორტის შეფერხებები უზარმაზარ გავლენას მოახდენს ფასებზე.