იტალიამ ამერიკულ გამანადგურებლებს უარი უთხრა მისი ბაზების გამოყენებაზე

31 მარ 2026

იტალიამ უარი უთხრა აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავებისთვის  სიცილიაში, სიგონელას საჰაერო ბაზის გამოყენებაზე. იტალიურმა გაზეთმა „კორიერე დელა სერამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკული ბომბდამშენები აღმოსავლეთ სიცილიაში, ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებამდე, უნდა დაშვებულიყვნენ, თუმცა მათ ამის უფლება არ მისცეს.

იტალიაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის დაწყების შემდეგ ქვეყნის სამხედრო ბაზების გამოყენების საკითხმა დებატები გამოიწვია.  ოპოზიციური პარტიები ირანის კონფლიქტში ქვეყნის ჩართვის თავიდან ასაცილებლად მთავრობას მოუწოდებენ,   აშშ-სთვის  ბაზების გამოყენება დაბლოკოს.

პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მემარჯვენე მთავრობამ განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან მოთხოვნის  შემთხვევაში პარლამენტს ნებართვისთვის მიმართავს.

მანამდე ესპანეთმა ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებისთვის თავისი საჰაერო სივრცე დაკეტა.