31 მარ 2026
უკრაინულმა დრონებმა დააზიანეს რუსეთის ბალტიის ზღვის პორტი უსტ-ლუგა- განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა, რამაც შესაძლოა რუსეთის ნავთობის ექსპორტი შეაფერხოს.
თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე უსტ-ლუგას პორტში ხანძარია დაფიქისრებული პირველი თავდასხმის შემდეგ. უკრაინის თავდასხმების დროს დაზიანდა პრიმორსკის პორტიც. კიევმა გააძლიერა თავდასხმები რუსეთის ნავთობის ექსპორტის ინფრასტრუქტურაზე ბოლო თვის განმავლობაში, დრონებით დაარტყა ბალტიისპირეთის პორტებს.
დრონებით თავდასხმების, მთავარ მილსადენზე დარტყმისა და ტანკერების დაკავების გამო რუსეთის ნავთობის ექსპორტის 40% შეჩერებულია.
ფინეთის ყურის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე უსტ-ლუგა ნავთობგადამამუშავებელი ობიექტებისა და ექსპორტის ტერმინალების ფართო კომპლექსია, რომლებიც ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს ამუშავებენ.