შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

31 მარ 2026

შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს დელეგაციას PABSEC​-ში ყოველთვის მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ორგანიზაციის საქმიანობაში და ახლაც, როგორც PABSEC-ის თავმჯდომარე ქვეყანა დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ შესაძლებლობას.

მხარეებმა განიხილეს თბილისში დაგეგმილ PABSEC-ის გენერალურ ასამბლეასთან დაკავშირებული დეტალები.

გენერალური ასამბლეის თემატიკა ხელოვნურ ინტელექტსა და რეგიონულ თანამშრომლობას ეხება, რაც წევრი და პარტნიორი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.