31 მარ 2026
საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომის დაწყებამდე პარლამენტში პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა, საუბარი თითქმის ყველა დეპუტატმა სამძიმრით დაიწყო, წუთიერი დუმილით პატივი პარტრიარქის ხსოვნას მიაგეს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს პატრიარქის გაცილების დროს მოსახლეობის ერთიანობაზე, რამაც მათი თქმით, მსოფლიოს აჩვენა ქართველი ხალხის ძალა.
განცხადებები გაკეთდა დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 35 წლისთავთან დაკავშირებითაც.
დეპუტატებმა დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. კრიტიკული განცხადებები გააკეთეს ოპოზიციონერებმა საკვები პროდუქტების,მედიკამენტების, საწვავის, ელექტროენერგიის ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით.
ასევე ფასებთან შეუსაბამო ხელფასებსა და პენსიებზე. ისინი აცხადებენ,რომ სახელმწიფოსთვის ადამიანი და მისი საჭიროებები პრიორიტეტი არ არის.