31 მარ 2026
ოპოზიციის ალიანსმა „ეროვნული მობილიზაციის კამპანია“ დაიწყო. „ეს არის ოპოზიციის ალიანსის ინიციატივა, მაგრამ ეს არ არის არც ამ 9 პარტიის და არც რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკური ჯგუფის კამპანია. ეს არის საქმე, რომელიც ყველას გასაკეთებელია“, - განაცხადა ბრიფინგზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ. იგი 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისი, როდესაც თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „დიდი ხალხმრავალი აქცია გაიმართება“. ამის შესახებ ნათქვამია „ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებაში, რომელიც ბრიფინგზე გააცნეს საზოგადოებას.
როგორც მიმართვაშია აღნიშნული, უნდა გაზარდონ პირდაპირი, პირისპირ კომუნიკაცია მოქალაქეებთან, ამასთან, უნდა გაანეიტრალონ რეჟიმის პროპაგანდა. „ოპოზიციის ალიანსი" აშშ-ში ვიზიტსაც გეგმავს. ოპოზიციის დღევანდელი განცხადება შეფასებების საგანია.