31 მარ 2026
სატელეფონო საუბარი საქართველოს პრემიერსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
“ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველო–აშშ-ის კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ”, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შეერთებული შტატების საელჩოც, სადაც ვკითხულობთ, რომ განიხილეს უსაფრთხოება კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში.