ქობულეთის საკრებულოს სხდომა

31 მარ 2026

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე    დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილეს. სხდომაზე ქობულეთის მერიის აიპების და შეპესეების გასული წლის საქმიანობის  ანგარიშები მოისმინეს.

იმსჯელეს ასევე მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ტარიფების დადგენის შესახებ. ქობულეთში უახლოეს პერიოდში მუნიციპალურ ავტობუსებში საბარათე სისტემის დანერგვა იგეგმება.

უფასო მგზავრობა შეეძლებათ 100 ათასი ქულის მქონე სოციალურად დაუცველ პირებს,  პედაგოგებს, ომის ვეტენარებს, სტუდენტებს, უფასო სასადილოს ბენეფიციარებს, შშმ პირებს და მოსწავლეებს. 

სხდომაზე ლელო ძლიერი საქართველოს წევრმა ისაუბრა სოფლებში წლის ხარისხიან მიწოდებასა  და ტურისტულ სეზონზე მუნიციპალური ავტობუსების სამუშაო საათების დროის გაზრდის აუცილებლობაზე.