ელექტროენერგიის გაძვირება და პურის ფასი - გამოხმაურებები

31 მარ 2026

ელექტროენერგიის გაძვირება და პურის ფასი. ამ საკითხებზე დღეს პრესკონფერენცია გაიმართა. ,,საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის" თავმჯდომარის განცხადებით, ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფი პურის ღირებულებაზე არ აისახება.

რაც შეეხება სხვა ასორტიმენტებს, აქ ფასის ლიბერალიზაციაა და არის ისეთი პურები სადაც სხვა რეცეპტურა და გარკვეული დანამატებია გამოყენებული. ამ შემთხვევაში ფასებიც განსხვავებულია. მასიური პროდუქცია კი მისივე რწმუნებით არ გაძვირდება. 

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, კი პროდუქციის საბოლოო კალკულაციაზე ელექტრო ენერგიის ფასის  მატება ასახვას ჰპოვებს, რადგან  წისქვილკომბინატები ელექტროენერგიას მოიხმარენ.