31 მარ 2026
"ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილეს პარლამენტში.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საკითხი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ წარადგინა.
ცვლილების თანახმად, პირეველკლასელთა რეგისტრაციის წესში საგამონაკლისო რეგულაცია დამტკიცდება, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნება იმ ბავშვებს, ვისაც 6 წელი უსრულდება 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.