გამოფენა ბათუმის სამხატვრო გალერეაში

31 მარ 2026

ბათუმის სამხატვრო გალერეაში თვითნასწავლი ბათუმელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.

საგამოფენო დარბაზში 20 მდე ხელოვანის 70 მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. სხვადასხვა თემატიკის კომპოზიცია სხვადასხვა ტექნიკით არის შესრულებული.

სამხატვრო გალერეაში ადგილობრივი მხატვრების ნახატები ერთი კვირის განმავლობაში დარჩება.