ინფრასტრუქტურული სამუშაოები თბილისის საჯარო სკოლებში

31 მარ 2026

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე თბილისში, ადგილზე გაეცნენ ოთხი საჯარო სკოლის მიმდინარე სარეაბილიტაციო-სამშენებლო პროცესს და არსებულ საჭიროებებს.

რევაზ სოხაძემ და გივი მიქანაძემ განსაზღვრეს კონკრეტული ნაბიჯები პროექტების დაჩქარებისა და სამუშაოების ეფექტიანად განხორციელებისთვის, რათა პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს.

პროექტები ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გაუქმების შემდეგ გადაეცა.