31 მარ 2026
საქართველოს პროკურატურამ 2025 წლის 4 მაისს ტერორისტული აქტის ჩადენის მეორე ეპიზოდზე ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის ოთახში ელისაშვილმა ნავთობპროდუქტის შემცველი აალებული ნივთიერება შეაგდო, რის შედეგადაც ოთახში გაჩნდა ხანძარი.