მარკო რუბიო - „ჰამასი“ აგრძელებს ღაზის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების ჩამორთმევას

02 ნოე 2025

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, „ჰამასი“ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარების დასაკუთრებას განაგრძობს.

მარკო რუბიოს თქმით დაჯგუფება ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგაც არღვევს პირობას.

რუბიომ გაავრცელა, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ გამოქვეყნებული დრონის კადრები, სადაც სავარაუდოდ ჩანს, თუ როგორ აკონტროლებენ „ჰამასის“ წევრები ჩრდილოეთ ღაზაში დახმარების მიმწოდებელ სატვირთო მანქანას.