31 მარ 2026
ქედაში ღვაწლმოსილი მასწავლებლის, საპატიო ქედელის, პოეტისა და საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის ნათელა დუმბაძის საიუბილეო საღამო გაიმართა.
დამსწრე საზოგადოებამ გაიხსენა მისი მრავალწლიანი პედაგოგიური და შემოქმედებითი მოღვაწეობა და ისაუბრეს მის განსაკუთრებულ წვლილზე განათლებასა და ქართულ ლიტერატურაში.