31 მარ 2026
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, უმაღლესი საბჭოს ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართა ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრებთან.
“დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან სამუშაო შეხვედრა გავმართე
შეხვედრაზე ვისაუბრეთ აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურაზე.
ფრაქცია „ქართული ოცნება“ წარადგენს ღირსეულ და გამოცდილ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი საბჭოს ეფექტიან მუშაობას”,- აცხადებს სულხან თამაზაშვილი.