01 აპრ 2026
მსოფლიო რაგბის ახალი სანაკრებო ტურნირი ერთა თასი, 2026 წლის 4 ივლისს მონტევიდეოში, ბორჯღალოსნებისა და მასპინძელი ურუგვაის შეხვედრით გაიხსნება.
რაგბის მმართველმა ორგანომ ოფიციალურად დაამტკიცა ახალი ტურნირის ივლისის კალენდარი, რომელიც 4-იდან 18 ივლისის ჩათვლით სამ სათამაშო დღეს და ჯამში 18 შეხვედრას მოიცავს.
ტურნირში 2027 წლის მსოფლიო თასზე კვალიფიცირებული 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ისინი რეგიონული პრინციპით ორ 6-გუნდიან ჯგუფში არიან განაწილებული. ა ჯგუფი ამერიკასა და ოკეანეთს აერთიანებს: კანადა, ჩილე, სამოა, ტონდა, ურუგვაი, აშშ; ბ ჯგუფი ევროპის, აზიისა და აფრიკის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა: საქართველო, ჰონკონგი, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი და ზიმბაბვე.