პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია მიმდინარეობს

01 აპრ 2026

პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია მიმდინარეობს.

დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები ნებაყოფლობით აბარებენ  სისხლს.

ღონისძიება ტრადიციულად ყოველწლიურად ტარდება და ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი ატარებს.