01 აპრ 2026
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით 19 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 4 მილიონ 350 ათას ლარს აღემატება.
მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებით სამიათასამდე ბენეფიციარმა ისარგებლა.
პროგრამები მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას და მიზნად ისახავს მოქალაქეთა საჭიროებების დროულ და ეფექტიან დაკმაყოფილებას.