3 აპრილს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მოწვევით საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

01 აპრ 2026

3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის ინფორმაციით, სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით.